Tuesday, November 3, 2009

რა დაგვიშავეს გლდანელებმა

ავტორის მიერ გამოკითხული 25 ადამიანიდან უმრავლესობამ (65%) არ იცის ნაგვის დახარისხების მნიშვნელობა, ხოლო ვისაც უცხოეთიდან გაუგია, არა აქვს ინფორმაცია რისთვის გამოიყენება იგი. თბილისში ასეთი პრაქტიკის დანერგვას 90% ემხრობა.
კომუნალური მომსახურების სფეროებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხი, რადგან მასზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის იერსახე, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკოლოგიური მდგომარეობა. ნარჩენი არის ნივთიერება ან საგანი, რომელიც მისმა მფლობელმა გადააგდო ან სხვაგვარად მოიშორა. არსებობს საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამშენებლო, სამრეწველო ნარჩენები. მყარი ნარჩენების სათანადო მართვისათვის საჭიროა მათი კლასიფიკიცია, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ტიპის მიმართ მართვის სხვადასხვა მეთოდი იქნას გამოყენებული.
დღეს თბილისში ორი ნაგავსაყრელია - გლდანისა და იალღუჯასი. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა იმით არის გამოწვეული, რომ ნაგავსაყრელი არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, მთელი დღის განმავლობაში უკიდია ცეცხლი, რადგან ნარჩენების დაგროვების ადგილზე გამოიყოფა აალებადი ნივთიერებები. ნიადაგი არ არის დაფარული გაუმტარი ფენით, რის გამოც გრუნტის წყლები ბინძურდება.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ნაგავსაყრელები არ არის მოწყობილი სათანადო ადგილას. მაგალითად, გლდანის ნაგავსაყრელი ისეთ ტერიტორიაზეა, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთით ქარი ქრის და წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი დასახლებული პუნქტებისკენ მიაქვს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ზაფხულში, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის კერები კიდევ უფრო იზრდება. ა.
ფაქტობრივად, საქართველოს ტეიტორიაზე აცერთი ნაგავსაყრელი არ პასუხობს გარემოსდაცვით და სანიტარულ მოთხოვნებს და ნორმებს, კერძოდ კი ნაგავსაყრელები არ არის შემოღობილი და დაცული , რის შედეგადაც ნაგავსაყრელების მთელ ტერიტორიაზე პირუტყვი და ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ნაგავსაყრელზე გამოკვებილი პირუტყვი კი დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების პოტენციური მატარებელია.
„ხარვეზი კანონმდებლობაში წარმოადგენს ნარჩენების მართვის სფეროს ერთ-ერთ პრობლემას,“ ამბობს ქიმიკოსი ნინო შავგულიძე, რომელიც ორგანიზაცია CENN –ში (Caucasus Environmental NGO Network) მყარი ნარჩენების სფეროს კურირებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს უამრავი კანონი თუ კანონქვემდებარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არეგულირებს, ისინი არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. არ არსებობს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ნარჩენების მართვის ერთიანი სტრატეგია. „კანონპროექტი, რომელიც ნარჩენების მართვის შესახებ არსებობს, ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია პარლამენტს, ეს კი კიდევ უფრო აფერხებს ამ საკითხის მოგვარებას,“ ამბობს ნინო შავგულიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN აქტიურადაა ნარჩენების მართვის საქმეში. მისი ინიციატივით წამოწყებულია მწვანე ოფისის კამპანია, რომლის ფარგლებშიც 36 ორგანიზაცისთან დაიდო შეთნხმება,(ძირითადად უმაღლესი სასწავლებლები და დიდი კომპანიები) სადაც მოხდება გამოყენებული ქაღალდის გადარჩევა და შემდეგ ორხევში არსებული ქაღალდის გადამამაუშავებელ ქარხნისთვის გადაცემა. ამ კამპანიაში ჩაბმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა, მხოლოდ, ორგანიზაცია CENN–თან დაკავშირება. „ამით ჩვენ ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს, ეს არის ნაგვის დახარისხების მთავარი ეფექტი ,“ ამბობს ნინო შავგულიძე.
ეკოლოგიური სამარათლის ცენტრში აცხადებენ რომ, ხელისუფლების მხრიდან ფინანსების უქონლობა სულაც არაა გასასამართლებელი საბუთი. "შაკირას ჩამოყვანა რაც დაჯდა, იმ თანხით მოგვარდებოდა გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემა, " ამბობს იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე

ექსპერტ ვახტანგ ლეჟავას თქმით წიგნში „ურბანული ინფრასტრუქტურა“ ”საქართველოში დახარისხების კულტურის დანერგვა რთულია, მით უფრო რომ მოსახლეობის მხრიდან შესაძლო ხარჯების გაღებასთან იყოს დაკავშირებული, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისათვის განსხვავებული ტომარა უნდა იქნეს გამოყენებული, რომელილც იქნება დეგრადირებადი პლასტიკის და არა პოლიეთილენის პარკი, როგორც ეს ეხლა ხდება. ამ ტომრის შეძენა შესაძლოა მოსახლეობას გაუჭირდეს, აგრეთვე შესაძლოა მერიამაც ვერ შეძლოს მათი მუდამ ამ ხარჯით უზრუნველყოფა, ამიტომ ნარჩენების შეგროვება მისი გენერაციის ადგილად გართულდება.” სამწუხაროდ, ვახტანგ ლეჟავასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მისი მხრიდან საინტერესო იქნებოდა, ამ პრობლემის, უფრო სიღრმისეული ანალიზი.


(ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია)





(გლდანის ნაgავსაყრელი ზაფხულში, ხანძრის დროს)

2 comments:

  1. ბლოგის დიზაინი რომ შეცვალო და ცოტა გააღიავო, კიდევ უფრო საინტერესო გახდება პოსტები.

    ნაგვის დახარისხება ყველგან პრობლემაა და ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არის ხალხი ბოლომდე მიჩვეული. მაგალითად, იტალია, საბერძნეთი, სადაც მგონი წელს დაიწყეს ნაგვის დახარისხება. იმედია, ოდესმე ჩვენთანაც იქნება ასე, ოღონდ იმ ეტაპის გადალახვის მერე, როცა ადამიანები საკუთარი სახლიდან გამოტანილ ნაგავს სადარბაზოში აღარ დაყრიან :|

    ReplyDelete
  2. საქართველოში გარემოსდაცვა ყველას ჰკიდია :|

    ReplyDelete