Tuesday, November 3, 2009

რა დაგვიშავეს გლდანელებმა

ავტორის მიერ გამოკითხული 25 ადამიანიდან უმრავლესობამ (65%) არ იცის ნაგვის დახარისხების მნიშვნელობა, ხოლო ვისაც უცხოეთიდან გაუგია, არა აქვს ინფორმაცია რისთვის გამოიყენება იგი. თბილისში ასეთი პრაქტიკის დანერგვას 90% ემხრობა.
კომუნალური მომსახურების სფეროებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხი, რადგან მასზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის იერსახე, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკოლოგიური მდგომარეობა. ნარჩენი არის ნივთიერება ან საგანი, რომელიც მისმა მფლობელმა გადააგდო ან სხვაგვარად მოიშორა. არსებობს საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამშენებლო, სამრეწველო ნარჩენები. მყარი ნარჩენების სათანადო მართვისათვის საჭიროა მათი კლასიფიკიცია, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ტიპის მიმართ მართვის სხვადასხვა მეთოდი იქნას გამოყენებული.
დღეს თბილისში ორი ნაგავსაყრელია - გლდანისა და იალღუჯასი. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა იმით არის გამოწვეული, რომ ნაგავსაყრელი არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, მთელი დღის განმავლობაში უკიდია ცეცხლი, რადგან ნარჩენების დაგროვების ადგილზე გამოიყოფა აალებადი ნივთიერებები. ნიადაგი არ არის დაფარული გაუმტარი ფენით, რის გამოც გრუნტის წყლები ბინძურდება.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ნაგავსაყრელები არ არის მოწყობილი სათანადო ადგილას. მაგალითად, გლდანის ნაგავსაყრელი ისეთ ტერიტორიაზეა, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთით ქარი ქრის და წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი დასახლებული პუნქტებისკენ მიაქვს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ზაფხულში, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის კერები კიდევ უფრო იზრდება. ა.
ფაქტობრივად, საქართველოს ტეიტორიაზე აცერთი ნაგავსაყრელი არ პასუხობს გარემოსდაცვით და სანიტარულ მოთხოვნებს და ნორმებს, კერძოდ კი ნაგავსაყრელები არ არის შემოღობილი და დაცული , რის შედეგადაც ნაგავსაყრელების მთელ ტერიტორიაზე პირუტყვი და ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ნაგავსაყრელზე გამოკვებილი პირუტყვი კი დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების პოტენციური მატარებელია.
„ხარვეზი კანონმდებლობაში წარმოადგენს ნარჩენების მართვის სფეროს ერთ-ერთ პრობლემას,“ ამბობს ქიმიკოსი ნინო შავგულიძე, რომელიც ორგანიზაცია CENN –ში (Caucasus Environmental NGO Network) მყარი ნარჩენების სფეროს კურირებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს უამრავი კანონი თუ კანონქვემდებარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არეგულირებს, ისინი არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. არ არსებობს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ნარჩენების მართვის ერთიანი სტრატეგია. „კანონპროექტი, რომელიც ნარჩენების მართვის შესახებ არსებობს, ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია პარლამენტს, ეს კი კიდევ უფრო აფერხებს ამ საკითხის მოგვარებას,“ ამბობს ნინო შავგულიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN აქტიურადაა ნარჩენების მართვის საქმეში. მისი ინიციატივით წამოწყებულია მწვანე ოფისის კამპანია, რომლის ფარგლებშიც 36 ორგანიზაცისთან დაიდო შეთნხმება,(ძირითადად უმაღლესი სასწავლებლები და დიდი კომპანიები) სადაც მოხდება გამოყენებული ქაღალდის გადარჩევა და შემდეგ ორხევში არსებული ქაღალდის გადამამაუშავებელ ქარხნისთვის გადაცემა. ამ კამპანიაში ჩაბმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა, მხოლოდ, ორგანიზაცია CENN–თან დაკავშირება. „ამით ჩვენ ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს, ეს არის ნაგვის დახარისხების მთავარი ეფექტი ,“ ამბობს ნინო შავგულიძე.
ეკოლოგიური სამარათლის ცენტრში აცხადებენ რომ, ხელისუფლების მხრიდან ფინანსების უქონლობა სულაც არაა გასასამართლებელი საბუთი. "შაკირას ჩამოყვანა რაც დაჯდა, იმ თანხით მოგვარდებოდა გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემა, " ამბობს იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე

ექსპერტ ვახტანგ ლეჟავას თქმით წიგნში „ურბანული ინფრასტრუქტურა“ ”საქართველოში დახარისხების კულტურის დანერგვა რთულია, მით უფრო რომ მოსახლეობის მხრიდან შესაძლო ხარჯების გაღებასთან იყოს დაკავშირებული, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისათვის განსხვავებული ტომარა უნდა იქნეს გამოყენებული, რომელილც იქნება დეგრადირებადი პლასტიკის და არა პოლიეთილენის პარკი, როგორც ეს ეხლა ხდება. ამ ტომრის შეძენა შესაძლოა მოსახლეობას გაუჭირდეს, აგრეთვე შესაძლოა მერიამაც ვერ შეძლოს მათი მუდამ ამ ხარჯით უზრუნველყოფა, ამიტომ ნარჩენების შეგროვება მისი გენერაციის ადგილად გართულდება.” სამწუხაროდ, ვახტანგ ლეჟავასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მისი მხრიდან საინტერესო იქნებოდა, ამ პრობლემის, უფრო სიღრმისეული ანალიზი.


(ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია)





(გლდანის ნაgავსაყრელი ზაფხულში, ხანძრის დროს)

Tuesday, October 27, 2009


„მე ადამიანი“– ფესტივალი „ბორბლებზე“

თბილისი 22 – 24 ოქტომერს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალ „მე–ადამიანი“–ს მასპინძლობს.

ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში 25 ადგილას ტარდება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს 12 მაღალხარისხოვან დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს. საქართველოში მესამედ იმართება. ფესტივალი უკვე ჩატარდა გორში, ნიქოზში და წეროვანში. თბილისის შემდეგ კი ის ოზურგეთს, წყალტუბოს და ქუთაისს ეწვევა.

საქართველოში კინოფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მას ასევე მხარს უჭერენ „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია. მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 7 დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ დღეზე გადანაწილდება. ყოველი დღის ბოლოს კი გაიმართება დისკუსიები მოწვეულ სტუმრებთან ერთად. „სტუმრებს ვარჩევთ თემატურად, მათ, ვისაც რაიმე აქვთ სათქმელი“ განაცხადა თბილისის ფესტივალის თანაორგანიზატორმა ანა მარგველაშვილმა. ფესტივალის კოორდინატორ ჰელენა ზაიცოვას თქმით: “სამხრეთ კავკასიელი მაყურებელი ამ ფილმებში საკუთარი თავის დანახვას შეძლებს, რამეთუ ფილემბში ბევრია პარალელი მათ მდგომარეობასთან. საფესტივალო დისკუსიები ერთგვარი ფორუმია, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვათა პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.“ ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, მაყურებელს კი ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისკენ მოუწოდებს.

ანა მარგველაშვილის განცხადებით, ფესტივალი მცირებიუჯეტიანია, სულ 1500 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტი ფარავს ელემენტარულ ხარჯებს: პლაკატი, მოსაწვევი და ა.შ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წელს უფრო მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას და აუდიტორია დისკუსიებში უფრო გახსნილი იქნება.



პირველი ოქტომბრიდან თბილისში ძალაში შევიდა პარკირების ახალი სისტემა. სერვისის ერთ წლიანი მოხმარების ბარათი 25 ლარი ღირს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების რეგულირება და პარკირების ადგილების განსაზღვრა, თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. პირველ ოქტომბერს ძალაში შევიდა პარკირების 25 ლარიანი ბარათები, რომელთა შეძენის შემდეგ მძღოლს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში მანქანა გააჩეროს კანონით განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე. ხოლო რაიონებიდან ჩამოსულთათვის იქნება სპეციალური ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვის შემდეგაც მომხმარებელს სატელეფონო ანგარიშიდან ჩამოეჭრება 2 ლარი და ის მიიღებს ორ კვირიან დგომის უფლებას. ახალი სისტემის მიზანია, ავტომანქანის მფლობელებს გაუმარტივონ პარკირების პირობები.

მერიის ინიციატივით, ჯარიმები, რომლებიც ათი ლარიდან 40 ლარამდე იყო, შემცირდა და ახლა ყველა ტიპის ჯარიმა შეადგენს 10 ლარს გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მძღოლს მანქანა გაჩერებული ყავს დგომა გაჩერების აკრძალულ ადგილას და თავად იქ არ იმყოფება, ამვომობილი ექვემდებარება ევაკუატორით დაცულ სადგომზე გადაყვანას . ამ შემთხვევაში მძღოლი იხდის ევაკუატორის მომსახურების 60 ლარს და ჯარიამს 10 ლარის ოდენობით. ჯარიმა გადახდილ უნდა იქნას 30 დღის ვადაში. დაჯარიმების შემთხვევასი მძღოლს ქვითარი ხვდება საქარე მინაზე ხოლო მისი ასლი კი ეგზავნება სპეციალური ფოსტით იმ მისამართზე სადაც არის რეგისტრირებული, განაცხადა C.T.PARK _ის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის მენჯერმა გიორგი ჯაფარიძემ. მას შემდეგ რაც მძღოლი მოაწერს ხელს ფოსტით მიღებულ ქვიტარს იწყება ამ 30 დღის ათვლა. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხასთან ერთად ირიცხება საურავი 150 ლარი,რომელიც ამავე 30მდღის ვადაში უნდა იქნეს გადხდილი. იმ შემთხვევაში თუ საურავი და ჯარიმა არ იქნება გადახდილი დადგენილ ვადაში მაშინ კომპანია C.T.PARK–ი უფლებას იტოვებს საქმე გადასცეს სააღმსრულებლო ბიუროს. როგორც გიორგი ჯაფარიძე აცხადებს დღესდღეობით კომპანიაში ხუთასამდე ჯარიმა შემოდის მისი თქმით ოფიციალური დაჯარიმება პირველი ნოემბრიდან დაიწყება

მიუხედავად ამ მომსახურეობისა მძღოლებს მაინც ხვდებათ პარკირების ადგილებში ეგრეთ წოდებული „სტაიანშკები“. ისინი ამბობენ, რო მათი ფუნქცია მძღოლებისთვის დამატებითი მომსახურეობის გაწევაა. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მანქანებს და გამოუცდელ მძღოლებს ვეხმარებით მანქანის დაყენებაში“ განაცხადა ავტო –საქალაქო სერვისის თანამშრომელმა. თავადვე ამბობენ, რომ ეს არ არის სავალდებულო, გადასახადი, ეს მოქალაქის კეთილი ნებაა.

Tuesday, October 20, 2009



12,50 ლარი საარსებოდ

მცხეთის რაიონში, სოფელ ფრეზეთში, ახალგორის რაიონიდან ჩამოსახლებული სამასი კომლი ცხოვრობს. აგვისტოს ომის შემდეგ, სახელდახელოდ აშენებულ სოფელში, უამრავი პრობლემაა: სოციალური დახმარების სიმცირე, სასმელი წყლის უქონლობა, მოუწესრიგებელი შიდა გზები, სკოლებში წიგნების არარსებობა.
გაერო მოსახლეობას საკვებით ეხმარება. ფქვილი, ზეთი , ლობიო, მაკარონი, შაქარი. სოციალური დახმარება კი, სულზე 12.50 თეთრია.“ თუმცა ეს იმდენად მიზერულია, შეუძლებელია ამით ადამინმა იარსებოს“ ამბობს მურადოვი მანანა.
სასმელ წყალზე ყველაზე ძალიან წუხს მოსახლეობა, რადგან დიდი მანძილიდან უწევთ მოტანა. ქუჩის თავში დამონტაჟებულ ონკანებში, რომელშიც წყალი გრაფიკით მოდის, იმდენად ამღვრეულია, რომ დალექვის გარეშე პრაქტიკულად გამოუყენებელია, თუმცა გამგეობის რწმუნებული გელა ბელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ერთ თვეში ამ პრობლემას მოაგვარებს:“ მაგრამ,პრობლემა მაინც დარჩება, სარწყავი წყალი არ იქნება“
მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აბაზანებია. მოსახლეობას გარეთ აშენებულ ხის ტუალეტებში უწევთ ბანაობა, ზამთარში კი სიტუაცია გაუსაძლისი ხდება. დაზამთრებასთნ ერთდ გზის პრობლემაც დგება. სოფელი დიდი ხანია ელოდება ხრეშის დაყრას, მაგრამ უშედეგოდ. ჩამოსახლეობის დღიდან, სახლთან ახლოს, მოსახლეობამ დაიწყო მიწის დამუშავება. ნიადაგი ღარიბია, ამიტომ მოსავალიც მწირი იყო, თუმცა ამაზე მეტად დევნილებს ტერიტორიის შემოუღობავობა აწუხებთ, რადგან გვერდითა სოფლებიდან გადმოსული საქონელი მთლიანად უნადგურებთ ნაშრომს. „დილით კი ვდარაჯობთ, მაგრამ ღამეს ხომ გარეთ ვერ გავათევთ? „ ამბობს სოფლის ერთ– ერთი მცხოვრები.


სოფლის სკოლაში, რომელიც ორი კილომეტრშია, ოთხმოცდათხუთმეტი ბავშვი სწავლობს. პირველი კლასისი გარდა, რომელიც სახელმწიფომ უზრუნველყო წიგნებით, თითო კლასში ორი, ან უმეტეს შემთხვევაში, ერთი წიგნია. გაკვეთილები ლექციის ფორმატით მიმდინარეობს. დირექტორის მოადგილის განცხადებით, ერთ–ერთი ბიზნესმენის მხრიდან (რომლის სახელი და გვარი არ იცის) იყო დაპირება, თუმცა მთელი წელი ბავშვებმა წიგნების ლოდინში გაატარეს.

ერთი თვეა სოფელში, არასამთავრობო ორგანიზაცია, ნორვეგიის საბჭოები ქარგვის და თექის დამუშავების გაკვეთილებს ატარებს. ასევე სხვადასხვა ხელობებს ასწავლიან, რადგან მომავალში შეძლონ გამოყენება და თავის რჩენა. ასევე ეკითხებათ დევნილთა და ადამინის უფლებები, იგეგმება იურისტთნ შეხვედრები.

Thursday, October 8, 2009

შეიძლება, ბურჯანაძის აგარაკის საქმე ტოპ ნიუსად ვერსად ვერ მოხვდა, მაგრამ ამ ამბავმა ყველაზე ძალიან დამაინტერესა. ყოფილი პარლამენტის თავჯდომარე, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციაა, კარგ სიტუაციაში ნამდვილად ვერ აღმოჩნდა. აგარაკი, რომელიც მას პრეზიდენტმა 1 ლარად გადასცა( თუმცა, ეს უფრო საინტერესოა რატო) დღეს 12 მილიონად არის შეფასებული და აიმის გამო, რომ ბურჯანაძემ ქონების გადასახადი არ გადაიხადა, გუშინ აუქციონი გაიმართა, თუმცა, მსურველი არავინ გამოჩნდა.
ამ ხნის განმავლობაში, ბურჯანაძე არასოდეს მინახავს ისეთ სასაცილო სიტუაციაში, როგორც გუშინ აღმოჩნდა კურიერთან ინტერვიუზე. კითხვაზე, რომელიც მის აგარაკს ეხებოდა მან უპასუხა” მე არ ვაპირებ შევეგუო იმას, რომ ჩემ ქვეყანას ყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც მთელი მსოფლიოს გასაგონად ლამის დიქტატორს უწოდებენ”. რუსთავი 2-მა გულისყურით მოუსმინა პრეზიდენტის გამოსვლას BBჩ-ზე და სიტყვა დიქტატორი ერთხელაც არ ხსენებულა.
არანაკლებ მწვავედ გაშუქდა ეს თემა იმედზე. დაწვრილებით ჩამოთვალეს ბურჯანაძის გემოვნებით შეძენილი ცნობილი ბრენდების ნივთები, რომელიც სახელმწოფოს ხარჯზე იყო. კავკასიამ ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე გააშუქა ეს თემა. ალბათ, ყველაზე ძალიან მაყურებელი რა კითხვებსაც ელოდა მედიის მხრიდან, არ დასმულა. ფოთში, თუ როგორც ქრთამის მიმცემი, ისე ამღებიც დააკავეს, აქ მეორე მხარე არავის მოუკითხავს. ამბავი, რომელიც ცალმხრივად შუქდება ნაკლებად საინტერესო და ამომწურავია მაყურებლისთვის.

Tuesday, October 6, 2009


გუშინდელი დღის თემა სააკაშვილის პარლამენტში ვიზიტი იყო. მან დეპუტატებს ახალი ეკონომიკური პაკეტი წარუდგინა. ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროეკტში კონკრეტულად იგულისხმევა ის, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე დავა, ადგილობრივ ბიზნესმენებს და ინვესტორებს დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები შეექმნებათ და რაც მთავარია ეს ყველაფერი კონსტიტუციურ დონეზე დაფიქსირდება.
მთავრობაში ამას აფასებენ, როგორც ახალ სიტყვას ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რომ ეს ფისკალური პოლიტიკისთვის ძალზე თამამი ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რო ეს არის უპრეცენდენტო შანსი ბიზნესის განვითარებისა.
თუმცა, ოპოზიციურ ბანაკში ამ ყველაფერს ძალზე სკეპტიკურად უყურებენ. გადასახადების რეფერენდუმის გზით მომატება აფსურდულად მიაჩნიათ, რადგან მოსახლეობა თავად არასოდეს არ გაზრდის გადასახადს
ეს ინფორმაციები მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ქართულ მედია სივრცეში, თუმცა უცხოურ მედია საშუალებებში ვერ მოხვდა